მისცა თუ არა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის საქმეზე ცრუ ჩვენება და რა ჩანს მაღალი გარჩევადობის კადრებში?

მისცა თუ არა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის საქმეზე ცრუ ჩვენება? ჟურნალისტის დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის შეფი ჩვენებაში ამტკიცებდა, რომ სილის გაწნის გამო ლოყა და ყური გაუწითლდა, თუმცა, ამ ჩვენებას ეჭვქვეშ მოპოვებული კადრები აყენებს.
ვიდეომასალა ამაღლობელის დაკავებიდან 55 წამშია გადაღებული. მაღალი გარჩევადობის კადრებში ჩანს, რომ ე.წ დაზარალებული პოლიციელი განათებულ ადგილას დგას. სხვადასხვა რაკურსით გადაღებული კადრებით დასტურდება, რომ ლოყის და ყურის მიდამოებში დგებუაძეს არანაირი დაზიანება და სიწითლე არ აქვს. ამ კადრებით დგინდება ისიც, რომ დგებუაძემ სავარაუდოდ, ცრუ ჩვენება მიაცემინა მის თანამშორმლებსაც.
საქმეში ექვსი ჩვენება დევს. ექვსივე პოლიციელია და ექსივე იდენტურ ჩვენბაში ამტკიცებს, რომ დგებუაძეს "ლოყა ჰქონდა შეწითლებული". ამ არარსებული დანაშუალსითვის კი ამაღლობელი ციხეში 7 წლიანი მუხლით გაუშვეს.
ეს კადრები უტყუარად აჩვენებს ამას, რომ არანაირი სიწითლის კვალი იქ არ არის და ისინი იტყუებიან ამ ჩვენებების მიცემისას, როგორც თავად ბატონი დგებუაძე, ასევე მისივე თანამშრომლები. ეს გახლავთ ვიზუალიზირებული მტკიცებულება ამისი, რომ ამ ინციდენტიდან ძალია მოკლე დროში მას სახეზე არაფერი აღენიშნება. თავისთავად ცხადია, სიწითლე არ წაროიშვებოდა 10 და 15 წუთის შემდეგ. თემაც ხომ საიდან არის? რომ ამით ხელოვნურად შექმნან იმის მტკიცებულება, ილუზია, რომ ეს მსუბუქი სილა სახეში ძლიერი იყო, იმიტომ, რომ სხვაგვარი დაზიანება არ აქვს, არაფერი გამოუწვევია ამ ადამიანს, ამ კადრში არ ჩანს, ამ სილის დარტყმის, შემოლაწუნების სიძლიერე. ამიტომ, „დაუწითლდა ლოყა, ყურის არე“, ეს ერთი და იგივე ტექსტი სწორედ ამისთვის დასჭირდა გამოძიებას, - ამბობს ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი.