სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები დაუშინეს - პოლიცია არ რეაგირებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს "ოცნების" ტიტუშკები აეროპორტში დახვდნენ. სალომე ზურაბიშვილი ზონდერების სამიზნე ცოტა ხნის წინ გახდა, როდესაც ის თბილსიში მიუნჰენის კონფერენციიდან დაბრუნდა. პრეზიდენტს, გიორგი გახარიას მსგავსად, კვერცხები დაუშინეს, თუმცა რეაგირება არც დაცვის სამსახურს და არც საპატრულო პოლიციას მოუხდენია.
"პირველები" აეროპორტში, დანაშაულის ადგილას მივიდა. გვაინტერესებდა, რა რეაგირება მოჰყვა პოლიციის მხრიდან პრეზიდენტზე ორგანიზებულ თავდასხმას, თუმცა ასამართალდამცველები მომხდარზე არათუ არ რეაგირებენ, არამედ არც კი საუბრობენ.
თქვენთან კომენტარს არ ვაკეთებთ, მიმართეთ პრესცენტრს, - ამბობენ პოლიციის თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და წევრს, გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.
„USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“ “გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხარ?“ - ისმოდა იმ დროს, როცა პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარიასა და გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს კვერცხებს ესროდნენ.