დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების გასამართლება და ციხეში ჩასმა, "ოცნების" მხრიდან ავაზაკური ქცევაა - როჰაჩი

„კიდევ ერთი ნაბიჯი ავტორიტარიზმის გზაზე“ - ასე აფასებს "ამაერიკის ხმასთან" ინტერვიუში „ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ კანონების და სასჯელების გამკაცრებას, რომლებიც დემონსტრაციებს უკავშირდება. მეორე მხრივ კი იმ მედიაკანონების შეთავაზებას, რომლებზეც „ოცნების“ ლიდერებმა ისაუბრეს და თქვეს, რომ ახალი რეგულაციებით მედიის სტანდარტებს განსაზღვრას აპირებენ.
როჰაჩი საუბრობს 2024 წლის არჩევნებზეც და ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში მჭიდროდ დამკვიდრდეს, ჩარჩეს".
"ვფიქრობ, ეს [დრაკონული კანონები] უკიდურესად აღმაშფოთებელი სიახლეა ქართული დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯია ავტორიტარიზმის გზაზე, იმ ეტაპისკენ, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარაა. შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, ან ნატოსა და ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირები გააღრმაოს, თუკი ის ახშობს განსხვავებულ ხმებს, ხალხს აპატიმრებს, უუქმებს მანდატებს საკანონმდებლო ორგანოში არჩეულ პარლამენტარებს. არჩევნები კიდევ ცალკე საუბრის საგანია. პირადად ჩემთვის, ესაა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში მჭიდროდ დამკვიდრდეს, ჩარჩეს. და ვფიქრობ, ქართველი, თავისუფლებისმოყვარე ხალხი მართალია, როდესაც ამას მთელი ძალით აპროტესტებს...
"საბოლოოდ პოლიტიკური ცვლილება ქვეყნის შიგნით უნდა მოხდეს და არა გარედან. მხარდაჭერა აუცილებელია" - აცხადებს როჰაჩი და გმობს დემონსტრანტებზე განხორციელებულ ძალადობას.
დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების გასამართლება და ციხეში ჩასმა, "ოცნების" მხრიდან ავაზაკური ქცევაა - ამბობს „ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი.
დემოკრატიულ ცვლილებებს ნაყოფიერი ნიადაგი სჭირდება. ევროკავშირმა უკეთ უნდა მოახერხოს იმ სიგნალის ხაზგასმა, რომ საქართველოს, ახლანდელი მდგომარეობით, ახლანდელი მთავრობით, საკამათო არჩევნებით არჩეული პარლამენტით, არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირის წევრი გახდეს. განსაკუთრებით კი ასეთი ამ ძალადობრივი და ავაზაკური ქცევის დაწყებით მთავრობის მხრიდან. დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების გასამართლება და ციხეში ჩასმა და ა.შ... უნდა იყოს მიზანმიმართული ძალისხმევა იმისკენ, რომ რეალური ეკონომიკური ზიანი მიაყენონ ისევე, როგორც რუსეთის შემთხვევაში. დიახ, ბევრი წუხს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ნაკლოვანი და არაეფექტური იყო, მაგრამ ეს ნაწილობრივ იმის შედეგიცაა, რომ რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, ჩინეთთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული ეკონომიკით. საქართველო კი საკმაოდ პატარაა და ვფიქრობ ბერკეტი, რომელიც ევროკავშირს, დასავლელ ინვესტორებს და მსგავს მოთამაშეებს შეიძლება ჰქონდეთ საქართველოზე, საკმაოდ დიდია. ეს სრული მოცულობით უნდა გამოიყენონ"- განაცხადა დელიბორ როჰაჩმა. - განაცხადა დელიბორ როჰაჩმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.