აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთის პირისპირ - საუდის არაბეთში მოლაპარაკებები მიმდინარეობს

18.02.25 12:18
აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთის პირისპირ - საუდის არაბეთში მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთის პირისპირ - საუდის არაბეთში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღდგენის გზებს განიხილავენ.

ჟურნალისტები შეეცადნენ კითხვები მიეღოთ ოფიციალური პირებისგან - რატომ მიმდინარეობს უკარინის საკითხზე შეხვედრა უკრაინის გარეშე, ასევე კითხვა დაისვა მარკო რუბიოს მიმართულებითაც, მას ჰკითეს, რატომ არის უკრაინა თამაშგარე და რას ითხოვს შტატები რუსეთისგან, თუმცა ამ კითხვებზე მედიის წარმომადგენლებმა პასუხი ვერ მიიღეს.  

ერ-რიადში მიმდინარე მოლაპარაკებებში აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მონაწილეობენ, ხოლო რუსეთის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი წარმოადგენენ.

მსგავსი სიახლეები