"ხალხს შვილების მკვლელობით ემუქრებიან" - ვინ არის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ვისაც გარდაბნის მოსახლეობა ბიზნეს რეკეტში ამხელს
თავდასხმა ბიზნესმენზე და ხელშეუხებელი "კრიმინალური ბანდა" - სავარაუდო დამნაშავის კადრები, რომელმაც გარდაბანში ბიზნესმენის ავტომობილი ააფეთქა, გომელაურის პოლიციას აქვს, თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
დილიდან კი ადგილობრივები ქუჩაში დგანან და შველას ითხოვენ. ხალხი რეგიონში სისტემატურ ბიზნეს რეკეტზე, მუქარას და ფულის გამოძალვაზე საუბრობს - ამბობენ რომ ე.წ. ქურდულ საერთოში ფულის მიტანას მემწვანილესაც კი "ოცნებასთან" დახლოებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი და მის "ბანდა" აიძულებს. ისინი კი ვინც "შავი სამაყაროსთვის" ხარკის გადახდაზე უარს ამბობს, ჯერ მუქარის, შემდეგ კი სასტიკი ანგარიშსწორების სამიზნე ხდება.
როგორც ადგილობრივები "პირველებს" ეუბნებიან, ადგილი აქვს შვილების გატაცებით და მკვლელობით მუქარასაც.
"2-3 წელია ეს ყველაფერი დაწყებულია ჩვენს სოფელში. ზოგს ეუბნებიან, ბავშვს მოგტაცებო, თავს მოგჭრიო, ბავშვს მოგიკლავო, სახლს დაგიცხრილავო. თვითონ არ ჩანს, მხოლოდ ტელეფონზე რეკავს, აქ ხელქვეითები ჰყავს. ზოგს ეშინია და უხდიან ფულს. მაგალითად ბავშვი სწავლობს სკოლაში და ეუბნებიან ტელეფონზე, ახლა შენში შვილი აქ არის, ახლა აქ და ემუქრებიან. ერთი დიდი მაღაზიაა და ესროლეს, ზოგის სახლის დაწვაც სცადეს. ყველაფერი იცის პოლიციამ. წინასაარჩევნოდაც ხდება ასე. ზოგი ხმას არ იღებს, ეშინიათ. "ოცნება" მათ მფარველობს. აბა საარჩევნო პერიოდში რომ მოდიან "ქურდებთან" ერთად და ხმებს აგროვებენ, აბა არ იციან? მარტო აქ კი არ არის მთელ საქართველოში ასე არ არის?", - ამბობს ადგილობრივი.
გარდაბანში ბიზნესმენის მანქანას ცეცხლი ღამის 4 საათზე წაუკიდეს. “პირველების" მიერ მოპოვებულ კადრებში პირდაპირ ჩანს, როგორ შედის ალაზირ მირზაევის ეზოში გადაცმული პირი ასხამს ბენზნის მის ავტომობილს და როგორ ფეთქდებდა მანქანა ეზოში, სადაც არასრულწლოვნები ცხოვრებენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თანხის გამოძალვას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.