იუკნევიჩიენე: „ოცნების“ ბანდიტების უღირსი თავდასხმა პრეზიდენტ ზურაბიშვილზე - ივანიშვილი „რუსკი მირის“ მეთოდებს ახლა ღიად იყენებს
„ქართული ოცნების“ ბანდიტების უღირსი თავდასხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, - ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე კვერცხებით მიტანილ იერიშს.
ევროპარლამენტარი წერს, რომ "ივანიშვილი „რუსკი მირის“ მეთოდებს ახლა ღიად იყენებს"
„ბიძინა ივანიშვილი „რუსკი მირის“ მეთოდებს ახლა ღიად იყენებს. კრემლისა და თბილისში მისი მარიონეტების მიზნები სრულიად იდენტურია: საქართველოს ევროპული მომავლის განადგურება“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.