ჯანმრთელი მზია სჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანას და სამართლებრივ ბრძოლას აქაც და სტრასბურგშიც - ქურდოვანიძე

18.02.25 14:28
ჯანმრთელი მზია სჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანას და სამართლებრივ ბრძოლას აქაც და სტრასბურგშიც - ქურდოვანიძე

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, "ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის განცხადებით, მზია ამაღლობელის გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ "შვებაა" ყველასთვის.

ქურდოვანიძე ამბობს, რომ საქმის ბოლომდე მიყვანას და სამართლებრივ ბრძოლას აქაც და სტრასბურგშიც, ჯანმრთელი მზია სჭირდება.

მზია ამაღლობელის დღევანდელი გადაწყვეტილება არის შვება, პირველ რიგში მისი კოლეგებისთვის, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და ჩვენთვის, ადვოკატებისთვის. დიდი მადლობა ამისთვის.
ჯანმრთელი მზია სჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანას და სამართლებრივ ბრძოლას აქაც და სტრასბურგშიც. 
მზია უნდა გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან!"- ამბობს ქურდოვანიძე. 

„ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა - ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორის, ეთერ თურაძის სპეციალური ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. 

 თურაძემ „ვივამედთან“ შეკრებილ მედიას მზია ამაღლობელის წერილი წაუკითხა. ჟურნალისტი კოლეგებსაც მიმართავს და ბრძოლისკენ მოუწოდებს.