პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრიფინგი ჩანიშნა

18.02.25 14:37
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ბრიფინგი ჩანიშნა - სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას დღეს 18:00 საათზე მიმართავს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბრიფინგის თემას არ ასახელებს, თუმცა დიდი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი თბილისის აეროპორტში, "ოცნების" ტიტუშკების მიერ მასზე თავადასხმას შეაფასებს. 

შეგახსნებეთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.