ლუაზო: პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის

18.02.25 14:43
ლუაზო: პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის

პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის, - ასე ეხმაურება ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე კვერცხებით მიტანილ იერიშს და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებს. 

„საქართველოში, პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა, ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის დაშინების მეთოდებით, რომლებზეც უარს რუსეთიც არ იტყოდა. სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის სიმამაცეს და დემოკრატიისა და ევროპისადმი ერთგულებას წარმოადგენს“, - წერს ნატალი ლუაზო.

შეგახსნებეთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.