"რა ჯანდაბა ხდება საქართველოში?!" - მიხაელ როთი ზურაბიშვილზე თავდასხმაზე

18.02.25 14:48
"რა ჯანდაბა ხდება საქართველოში?!" - მიხაელ როთი ზურაბიშვილზე თავდასხმაზე

გერმანელი პოლიტიკოსი, მიხაელ როთი სალომე ზურაბივილზე თბილისის აეროპორტში განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

რა ჯანდაბა ხდება საქართველოში?! ივანიშვილის რეჟიმი იზიარებს პასუხისმგებლობას ქუჩებში განხორციელებულ ძალადობასა და სიძულვილზე ღირსეული დემოკრატებისა და თავისუფლებისთვის მამაცი მებრძოლების წინააღმდეგ. ყველაფერი საუკეთესო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს!" - წერს როთი. 

შეგახსნებეთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.