რკინიგზის საეჭვო ტენდერი - ივანიშვილის რეჟიმის სავარაუდო გარიგება რუსეთთან და მილიონები ოკუპანტ სახელმწიფოში

18.02.25 15:34
რკინიგზის საეჭვო ტენდერი - ივანიშვილის რეჟიმის სავარაუდო გარიგება რუსეთთან და მილიონები ოკუპანტ სახელმწიფოში

ივანიშვილის რეჟიმის სავარაუდო გარიგება რუსეთთან და მილიონები ოკუპანტ სახელმწიფოში - ვაგონების შესყიდვის შემდეგ, მოძველებული ლოკომიტივების შესაკეთებლად 270 მილიონის მომსახურებას საქართველო ისევ რუსეთიდან ყიდულობს. კორუფციის ექსპერტების თქმით, დისკვალიფიკაცია მიანიჭეს ტენდერში მონაწილე უკრაინულ კომპანიას, რომელიც რემონტს ლატვიაში სთავაზობდა და დატოვეს შპს "გეორგია", რომელიც რემონტს ჩელიაბინსკისა და მოსკოვის ქარხნებში შეასრულებს.

ირკვევა, რომ შპს „გეორგია„ ამ პროცესის შუამავალია, რეალურად კი კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ მილიონობით ლარს ვაგონების შესაკეთებლად სახელმწიფოსგან რუსული სანქცირებული კომპანია "ურალის ლოკომოტივი" მიიღებს.

ორი არჩევანიდან საქართველოს რკინიგზამ აირჩია რუსული კომპანია, სადაც ძალიან მაღალია რისკი სანქციებთან მიმართებაში. ამავდროულად, გამარჯვება მიანიჭეს ისეთ კომპანიას, რომელი კომპანიაც 2023 წელს თანამშრომლობდა საქცირებულ კომპანიებთან - ეს არის "ურალის ლოკომოტივი". ტყუილია ის, რომ სათადარიგო ნაწილები სხვაგან არ კეთდება. ლვოვში გაკეთების ნაცვლად უნდა გაკეთდეს ლატვიაში და აი ამის გამო მისამართის გამო დაადისკვალიფიცირეს ევროპული კომპანია. უპირატესობა მიანიჭეს რუსულ კომპანაის, რომელსაც თურმე სწორად უწერია მისამართი. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკა. რკინიგზის ბიუჯეტიდან 270 მილიონი ლარი უნდა გადავრიცხოთ რუსულ კომპანიაში, ოღონდ ეს იქნება მესამე პირის, ანუ ქართული კომპანიის გავლით. "გეორგია" იქნება ფულის გამტარი. ანუ ვაგონებს წაიღებს, ჩაიტანს რუსეთში, იქ გააკეთებს და ესენი პირდაპირ რუსულ კომპანიას კი არ მისცემენ ფულს, მისცემენ ქართულ კომპანიას და შემდეგ ეს ქართული კომპანია მისცემს რუსულ კომპანიას", - აცხადებს "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი წევრი, ბესიკ დონაძე. 

ირაკლი აბესაძე კი სავარუდო კორფციულ გარიგებაზე საუბრობს. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმისთვის რუსულ კომპანიებთან გაცილებით უფრო ადვილად არსებობს "ატკატების" შესაძლებლობა.

ერთის მხრივ, ჩვენ ვრისკავთ ნორმალური მომსახურეობის მიღებას, მეორეს მხრივ, ჩვენ ვრისკავთ იმ საბიუჯეტო თანხებს, რომელიც შეიძლება გადავიხადოთ და შეიძლება მომსახურეობა  ვერ მივიღოთ, თან უკვე დაახლოებით 54 მილიონიანი ერთი კონტრაქტი არის და სხვა კონტრაქტებიც არსებობს. ეს ჩემთვის პირადად მიანიშნებს, მათ შორის კორუფციული გარიგების არსებობის შესაძლებლობასაც, ატკატებს, რომელიც რუსულ კომპანიებთან ურთიერთობაში, გაცილებით უფრო ადვილი მისაღწევია, ვიდრე რუსული კომპანიების ევროპულით, თუნდაც უკრაინულით ჩანაცველბის შემთხვევაში", - ამბობს ირაკლი აბესაძე.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი არაქართული საქმე, რასაც "ოცნება" ახორციელებს".

მოხდა უკრაინული კომპანიის დისკვალიფიკაცია, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს უკვე დაუჯდა 4 მილიონი ლარი. ესეც იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ არ ვიცით, საბოლოოდ როგორი იქნება ამ კომპანიის მიერ მოწოდებული ხარისხი. საბოლოო ჯამში, ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი არაქართული საქმე, რასაც "ოცნება" ახორციელებს", - ამბობს ბუაძე. 

რემონტი ტენდერის პირობებით, 47 მოძველებულ მოძველებულ ლოკომოტივს უნდა ჩაუტარდეს. კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არც კომპანიას "გეორგიას" და არც საქაქრთველოს რკინიგზას არ გაუკეთებიათ.