აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების ოთხსაათნახევარი შეხვედრა დასრულდებულია - ბოლო ცნობები ერ-რიადიდან

18.02.25 16:55
 აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების ოთხსაათნახევარი შეხვედრა დასრულდებულია - ბოლო ცნობები ერ-რიადიდან

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულებულია - ერ-რიადში ამერიკის და რუსეთის დელეგაციების შეხვდრა ოთხ საათნახევარი გაგრძელდა.

"პოზიტიური და სერიოზული საუბარი" - მოლაპარაკების ეს რაუნდი ასე ჯერ მხოლოდ რუსეთის დელეგაციამ შეაფასა. 

„ძალიან სერიოზული საუბარი იყო ყველა იმ საკითხზე, რომლის წამოჭრაც გვინდოდა. შევთანხმდით, რომ ერთმანეთის ინტერესებს გავითვალისწინებთ. ამასთან, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს გავაძლიერებთ, რადგან ამით მოსკოვიც და ვაშინგტონიც დაინტერესებულები არიან“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა

ტრამპის ადმინისტრაციამ კი შეხვედრა კომენატრის გარეშე დატოვა. უკრიანაში ომის დასრულების თემაზე  მოლაპარაკების ეს რაუნდი ისე დამთავრდა რომ შემდეგი შეხვედრა ჯერ არ ჩანიშნულა.

ახლა საერთაშორისო მედია რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრის, სერგეი ლავროვის პრესკონფერენციას ელოება. მან უნდა შეაჯამოს ოთხსაათნახევრიანი საუბარი შტატების დელეგაციასთან. 

მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. 

შეხვედრაზე არ იმყოფებოდა უკრაინული მხარე.