"პირველების" ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების აღსრულებას იწყებენ

"პირველების" ინფორმაციით, ევროკავშირი წევრი სახელმწიფოები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოთხოვნილი სანქციების აღსრულებას იწყებენ.
"პირველების" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პირველი ვინც ევროპარლამენტის რეზოლუციას აღასრულებს და "ოცნების" რეჟიმს ახალ სანქციებს დაუწესებს, ბალტიის ქვეყნები იქნებიან - ლიეტუვა აპირებს, რომ მომავალ კვირაში სანქციების ახალი პაკეტი გამოაქვეყნოს ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. სანქციების სია უკვე მზად არის, მხოლოდ მისი გასაჯაროებაა დარჩენილი. სავარაუდოდ, სანქცირებულ პირთა წრე გაიზრდება და იქნებიან ის პირები, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძალადობაში არიან მხილებულნი.
რა ტიპის სანქციები გამოქვეყნდება, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პოლიტიკოსები ამბობენ, რომ აუცილებელია ევროკავშირსმა გაამკაცროს სანქციების პოლიტიკა და აღსრულდეს ევროპარლამენტსი რეზოლუციაში გაწერილი მოთოვნები.
ახლა უნდა დაიწყოს პროცესი, როდესაც ევროკავშირის ინდივიდუალური წევრი ქვეყნები უკვე ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღებენ სანქცირების გადაწყვეტილებას. თქვენ იცით, რომ ეს პროცესი დაწყებულია და სავიზო შეზღუდვები მთელმა რიგმა ქვეყნება მიიღეს. ახლა უკვე მნიშვნელოვანია, რომ ეს უკვე გაგრძლედეს ფინანსური სანქციების გზით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ევროკაშირის ქვეყნების დიდი უმრავლესობა უკვე კონკრეტულ ფინანსურს სანქციებს დაუწესებს რეჟიმის წარმომადგენლებს, როგორც ეს განსაზღვრა ევროპარლამენტმა საკუთარ რეზოლუციაში", - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.
პოლიტიკოსებიც და ბიზნესწრეებიც თანხმდებიან, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში დასახლებული 30-ივე პირი უკვე ფაქტობრივი სანქციების ქვეშ არიან, რადგან ნებისმიერ უცხოურ ბანკში ანგარიშის გახსნაც კი მათთვის შეუძლებელი ან დიდ სირთულესთან იქნება დაკავშირებული.
სანქციების პოლიტიკის გამო ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტები ნებისმიერი უცხოელისთვის ანგარიშის გახსნამდე მათ დოსიეს დეტალურად სწავლობენ, ამ დროს კი ევროპარლმენიტის რეზოლუციას და იქ სახელობითად შეყვანილ ივანიშვილის მსახურებს დიდი ძალა და გავლენა ექნება.
- შეგახსენებთ, რომ ყველა დროის ყველაზე დიდი მხარდაჭერით ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ყოვლისმომცველი რეზოლუცია დაამტკიცა.
- ივანიშვილის ოთხივე შვილი, ცოლი, დისშვილი, დეიდაშვილი. პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი. კარის ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და სულხან პაპაშვილი, იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრი მაუწყებლიდან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კომიკინაციების კომისიის თავმჯდომარე - ყველას სახელი და გვარი შავ სიაშია ჩაწერილი.