რუსეთი ითხოვს, ნატომ გააუქმოს 2008 წლის პირობა, რომ უკრაინა და საქართველო ორგანიზაციის წევრები გახდებიან - ზახაროვა

18.02.25 17:35
რუსეთი ითხოვს, ნატომ გააუქმოს 2008 წლის პირობა, რომ უკრაინა და საქართველო ორგანიზაციის წევრები გახდებიან - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი ითხოვს, ნატომ გააუქმოს 2008 წლის პირობა, რომ უკრაინა და საქართველო ორგანიზაციის წევრები გახდებიან.

„აღსანიშნავია, რომ ნატოში კიევის მიღებაზე უარი საკმარისი არ არის“, - განაცხადა ზახაროვამ.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია. ეს ჩვენს უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის და მთელი ევროპისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. 
ალიანსმა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირებები უნდა უარყოს, რომელიც მომავალში უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანების გარანტიას უზრუნველყოფდა", - განაცხადა ზახაროვამ.