სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ, ბაჩო ქაჯაია და ანი ტყებუჩავა 5000-5000 ლარით დააჯარიმა

18.02.25 17:45
სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ, ბაჩო ქაჯაია და ანი ტყებუჩავა 5000-5000 ლარით დააჯარიმა

სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ, ბაჩო ქაჯაია და ანი ტყებუჩავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებად გამოაცხადა და 5000-5000 ლარით დააჯარიმა.

მსახიობებს რეჟიმი 9 იანვარს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, თუმცა ბაჩო ქაჯაიაც და ანა ტყებუჩავაც ამბობენ, რომ მათ გზა არ გადაუკეტავთ და რუსთაველის გამზირზე იმ დროს მივიდნენ, როცა გზა უკვე გადაკეტილი იყო.

ცნობისთვის, ანი ტყებუჩავას და ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.