რაზე შეთანხმდა აშშ-ის და რუსეთის დელეგაცია - ლავროვის პრესკონფერენცია

18.02.25 17:57
რაზე შეთანხმდა აშშ-ის და რუსეთის დელეგაცია - ლავროვის პრესკონფერენცია

რაზე შეთანხმდა აშშ-ის და რუსეთის დელეგაცია ერ-რიადში -  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შეიქნება ჯგუფი, რომელიც რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე იმსჯელებს.

როგორც პრესკონფერენციაზე, ლავროვმა აღნიშნა, შტატების დელეგაციასთან შეხვედრაზე რუსეთის მხარემ წარადგინა პრეზენტაცია, როგორ უნდა მოხდეს პრობლემის გადაჭრა რუსეთის და აშშ-ის ინტერესების გათვალისწინებით.

შევთანხმდით, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე იმსჯელებს.

ველოდებით, რომ აშშ იტყვის, ვის წარადგენს ამ ჯგუფში.

ჩვენ ვიმუშავებთ, გეოპოლიტიკურ პრობლემების მოგვარებაზე, სადაც არის რუსეთის და აშშ ინტერესები.

შეხვედრას ესწრებოდა პირდაპირი რუსული ინვესტიციების სააგენტოს შეფი კირილ დიმიტრევი და წარმოადგინა პრეზენტაცია, როგორ უნდა მოხდეს პრობლემის გადაჭრა რუსეთის და აშშ-ის ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა ლავროვი. 

მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. 

შეხვედრაზე არ იმყოფებოდა უკრაინული მხარე.