რეკეტი, მუქარა, გამოძალვა - გარდაბანში ხელშეუხებელთა ბანდის თარეშია

18.02.25 20:12
რეკეტი, მუქარა, გამოძალვა - გარდაბანში ხელშეუხებელთა ბანდის თარეშია

გარდაბანში ხელშეუხებელთა ბანდის თარეშია. "პირველებმა" მოიპოვა იმ ორი პირის კადრები, რომლებმაც, სავარაუდოდ, ადგილობრივი ბიზნესმენის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ შედის გარდაბნელი ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლში ქალის ტანსაცმელში გადაცმული  მამაკაცი. ის ბენზით სავსე ბოთლს მაქანას ასახმას და დანაშაულის დგილიდან გარბის, რამდენიმე წამში კი მანქანა ფეთქდება.

პირველებმა მოვიპოვა სათვალთავალო კამერების ჩანაწერები,რომელიც მოვლენების ქრონოლოგიას ასახავს. პირველ ვიდეოში 03:06 წუთია. აქ ჩანს, რომ დამნაშავეს თანამზარხველიც ყავს და ისინი ავტომატით გაადადგილდებიან. მეორე ვიდეო 3 წუთი და 22 წამია. აქ უკვე დანაშუალია დგილიდან მიმალვაა ასახული. 

დაზარალებული ბიზნესმენი "პირველებს" უყვება, რომ რეკეტის მსხვერპლია. მას კრიმინალურ ავტორიტეტის ელმუზარ მამედოვის სახელით ფულს წლებია სძალავენ. იმ დროს, როდესაც პოლიცია ბიზნემენის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა, კრიმინალურმა ავტორიტეტმა კიდევ ერთხელ დარეკა და ბიზნესმენის ოჯახს დაემუქრა. უთხრა, რომ თუ ქურდულ საერთოში ფულს არ გადაიხდის, მანქანის აფეთქება მხოლოდ დასაწყისი  იქნება. 

ვინ არის კრიმინალური ავტორიტი ელმუზარ მამედოვი? ტვ პირველი გამოძიებელთა ჟურნალისტთა გუნდი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ყვებოდა, როგორ არეკეტებდნენ ლილოს ბაზრობის მოვაჭრეების მამედოვის სახელით. ყველა მოვაჭრეს წილს სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღაზიების და სახლების დაწვით, ასევე ოჯახის წევრების მკვლელობით ემურებოდნენ.

მანქანები და მაღაზიების დაწვა გარდაბანში უკვე წესად იქცა. ირკვევა, რომ კრიმინალური ავტორირეტი ელმურაზ მამედოვი ,,ქართულ ოცნებასთან'' დაახლოებული პიროვნებაა. არჩევნების დროს 41 ის შემოხაზვის მოთხოვნით არეკეტებდა ხალხს, ამიტომ მისი ბანდა ახლა აქ სრული ხელშეუხებლობთ სარგებლობს. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.