“ტვ პირველის“ ოპერატორი, გიორგი მოსიაშვილი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს
“ტვ პირველის“ ოპერატორი, გიორგი მოსიაშვილი საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის გამო, 5 ათასი ლარით დააჯარიმეს.
როგორც მოსიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, პოლიციიდან დაურეკეს და ჯარიმის შესახებ შეატყობინეს.
“ტვ პირველის“ ოპერატორის თქმით, მიუხედავად იმის, რომ მან განუმარტა, აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდიო, პოლიციელმა განუცხადა, რომ “კადრები ვნახეთ და გზას კეტავდიო“.
პოლიციიდან დამირეკეს - თქვენ დაჯარიმებული ხართ 5 K ლარით გზას კეტავდიო. მეთქი სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებ, ტელევიზიაში ვმუშაობ და აქციის ფოტოებს და კადრებს ვიღებ, მოიცადეთ გავარკვევ და დაგირეკავთო.
მირეკავს 1 წუთში - იცით ჩვენ ვნახეთ კადრები და არანაირ სამსახურეობრივ მოვალეობს არ ასრულებ გზას კეტავ და დაჯარიმებული ხარო, კარგი გავასაჩივრებ თქო და გათიშვას ვაპირებდი და მეუბნება - ისე, ჩვენთან მოხვალ თუ ფოსტით გამოგიგზავნოო“, - წერს გიორგი მოსიაშვილი.