მარშის მონაწილეებს ხმლით და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული უცნობი პირები მიუვარდნენ (ვიდეო)

21.02.25 20:56
მარშის მონაწილეებს ხმლით და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული უცნობი პირები მიუვარდნენ (ვიდეო)

 

 

მარშის მონაწილეებს ხმლით და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული უცნობი პირები მიუვარდნენ და მომიტინგეებს ემურებოდნენ - კადრებში, რომელიც ვრცელდება, ჩანს, რომ პოლიცია ადგილზეა, თუმცა დაკავების ნაცვლად სამართალდამცველებმა ისინი ტერიტორიას გაარიდეს. 

იოსებ ჯანდიერი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა "პირველებთან" მომხდარ ინციდენტს დეტალურად ყვება:

მოვდიოდით ჩვეულებრივად და გადმოხტა ორი პირი, ერთი ხანჯლით და მეორე ბესიბოლის ბიტით შეიარაღებული. იმითი უნდოდათ, რომ გაგვსწორებდნენ. მერე იქვე თეთრი შკოდა იყო, დაბურულმინებიანი, მგონი შსს-ს წარმომადგენლები იყვნენ და მერე იმათმა გააცილეს. ჩვენ ვეუბნებოდით, დაიჭირეთ, რატომ არ იჭერთთქო, ხალხიც არის, ვიდეოც მაქვს გადაღებული. რავიცი ასეთ განუკითხაობაშ ავრთ. ხმლებით და ბესიბოლის ბიტებით დაგვსდევენ, ფაქტობრივად მოსაკლავად", - ამბობს ჯანდიერი. 

 

მსგავსი სიახლეები