"ქვას ხეთქავს ისეთი მტკიცებულება დადეს, თან დღეს ფასდაკლება ჰქონდათ" - ნიკა ნარსია 5000 ლარით დააჯარიმეს
სანქცირებულმა მოსამართლემ, ნინო ენუქიძე ნიკა ნარსია 5000 ლარით დააჯარიმა. აქტივისტი ამბობს, რომ ამდენი არცერთ სასამართლო სხდომაზე არ უცინია, რადგან რეჟიმმა სხდომაზე მტკიცებულებად ფურცელი წარადგინა, სადაც ნიკა ნარსია ისეა გამოსახული, რომ მისი ამოცნობა ნამდვილად ძნელია.
ნარსიას რეჟიმი გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. აქტივისტისთვის ეს უკვე მერამდენე ჯარიმაა ვეღარ ითვლის.
სანქცირებული ნინო ენუქიძე იყო მოსამართლე და ეს მტკიცებულება ქვას ხეთქავს მართლა. ამდენი არ მიცინია არცერთ პროცესზე. დღეს თან ფასდაკლება ჰქოდნათ, 4 საქმე გამიერთიანეს და 5000 ლარი დამიწერეს ჯარიმა. ამხელა სიაა, სახის ამომცნობი კამერა აქვთ, ნიღაბს არ ვიკეთებ არასდროს და ყველაფერი ამოქექეს - პატიმრობა რამდენი მქონდა, საზღვარზე სად წავედი და ეს მტკიცებულება არვიცი, მე ვერ ვცნობ ჩემს თავს და იმან როგორ მიცნო არ ვიცი. 5000 ლარი ჯარიმა, ცირკია მართლა", - ამბობს ნარსია.