სტიქიის ზონაში ვითარება ისევ უკიდურესად მძიმეა - ბოლო ცნობები

02.03.25 13:43
სტიქიის ზონაში ვითარება ისევ უკიდურესად მძიმეა - ბოლო ცნობები

სტიქიის ზონაში გზები ისევ გაუწმენდავია. გადაადგილება გურიის ქალაქებსა და სოფლებში ისევ პრობლემურია. ადგილობრივების დიდ ნაწილს არ აქვს წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი არირი. ადამიანები კილომეტრებს ფეხით გადიან, რომ მოხალისეების შტაბში მივიდნენ და საკვები პროდუქტები აიღონ. დიდი მოთხოვნაა მედიკამენტებზეც.

არც დენი გვაქვს ერთი კვირაა, არაფერი გვაქვს სახლში პროდუქტი. რამდეჯერ ვკითხე და არავინ მოსულა, - ეუბნება "პირველებს" ადგილობრივი. 

კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ხელისუფლებიდან მასტან დასახმარებლად არავინ მისულა.  

სოციალურად დაუცველი ვარ, 73 წლის ვარ, მარტოხელა, ხელისუფლება არასდროს შემხმიანებია.  

გადაადგილების პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

წამლის საყიდლად ვერ მივდივარ, სია მაქვს დაწერილი წამლების. პენსიაც ვერ ავიღე, ვერ წავედი, - ამბობს მოქალაქე.  

წამლის საყიდლად ვერ მივდივარ, სია მაქვს დაწერილი წამლების. პენსიაც ვერ ავიღე, ვერ წავედი,  

სტიქიის ზონაში მყოფი მოხალისეები ამბობენ, რომ რეგიონში ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე ამის წარმოადგენა შეიძლება. მათი თქმით, სოფლების ცენტრებშ ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც მათთვის ხელის შეშლას ცდილობენ და ამტკიცებენ, რომ მათი დახმარება საჭირო არ არის. 

ერთი ოჯახი იყო, რომელშიც მოლიარე მამაკაცი იყო და 80 წელს გადაცილებული ქალი, რომლებსაც ერთი კვირის განმავლობაშ საკვები და წამალი არ ჰქონდათ მიღებული და საოცარი იყო შეხვედრა. მაკარონის დანახვაზე თუ ადამიანს ტირილი შეეძლო, ჩვენ პირველად ვნახეთ. ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ. ყველაზე რთული, რასაც მოხალისეები ვეჩეხებით, არის ის, რომ სოფლის ცენტრებში გვხდებიან ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა და არ არის საჭირო ჩვენი დახმარება და ყველანაირად ცდილობენ, რომ ხელი შეგვიშალონ, - ამბობს მოხალისე.  

მსგავსი სიახლეები