ინგოროყვას ქუჩაზე ისტორიული შენობა ინგრევა - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ
ჩამონგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა - თბილისში ინგოროყვას ქუჩის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ირკვევა, რომ ავარიული შენობის გვერდით ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებელობა იმდენად ახლოს დაიწყეს, რომ მძიმე ტენიკის მუშაობის დროს სახლები ზანზარებს.
ინგოროყვას ქუჩაზე ადგილობრივი მცხოვრებლები ახლაც არიან შეკრებილები. ხალხი ამბობს, რომ შენობა შესაძლოა, ნებისმიერ წამს თავზე ჩამოეშალოთ. ირკვევა, რომ მიმდინარეობს სამართლებრივი დავაც, რომ სამშენებლო კომპანიამ სამხარაულის დასკვნა გაითვალისწინოს და მშენებლობა დროებით მაინც შეჩერდეს.
ორივე ამ შენობაზე გვაქვს როგორც სამხარაულის, ასევე თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნები, რომელიც ცალსახადა აფიქსირების, რომ შენობა-ნაგებობა არის მესამე კატეგორიის დაზიანების, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი აღდგენა ან გამაგრება შეუძლებელია, უნდა ჩანაცვლდეს. შენობა-ნაგებობა ისედაც ინგრევა და ისედაც ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, ვიზუალურადაც ძალიან ცალსახად ჩანს. ამ მოცემულობით აქ, 4-5 მეტრში ახალი სამშენებლო განვითარება, ცხადია, რომ ჩვენზე ძალიან უარყოფითად აისახება. პირობების მიედვით გზა და გზა ხდება ახალი დასკვნების მომზადება იმასთან დაკავშრებით, რომ თითქოს ეს არის უსაფრთხო. ეს სამუშაოები შეჩერდეს, ვიდრე არ იქნება დეტალური ზეგავლენის ანგარიში იმასთან დაკავშირებით თუ რა გავლენას იქონიებს, - ამბობს ადგილობრივი.