დაბზარული კედლები და ჩამოშლილი ფასადი - თბილისში კულტურული მემკვიდრეობის შენობის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
სამთავრობო კვარტალში, სადაც სახლებს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, ხალხს ჭერი თავზე ენგრევა, მაგრამ ამაზე არავინ რეაგირებს. მე-19 საუკუნით დათარიღებული განსაკუთრებული ესთეტიკით შესრულებული სახლები ახლა კრიტიკულ მდომარეობაშია. დაბზარულია კედლები და ჩამოშლილია ფასადი. სამხარაულის დასკვნის მიხედვით, დაზიანებები მე-3 ხარისხისაა და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო. თუმცა, ადგილობრივები დახმარებას უკვე წლებია უშედეგოდ ითხოვენ.
იმის ნაცვლად, რომ ახლა თბილისის მერია ავარიული კულტურული ძეგლების რეაბილიტაციას იწყებდეს, მათ ახალი სამშენებლო ნებართვა გასცეს, რაც ამ სახლების მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. მრავალფუნქციური კორპუსის მშენებლობა ავარიულ შენობებთან იმდენად ახლოს დაიწყეს, რომ მძიმე ტექნიკის მუშაობის დროს სახლები ისე ზანზარებს, როგორც მიწისძვრის დროს. მშენებელმა კომპანიამ ერთადერთი რეკრეაციული ზონა სამშენებლო პოლიგონად აქცია. ვითარება ადგილზე იმდენად რთულია, მშობლებს სახლებში შვილების მარტო დატოვებაც ეშინიათ.
რადგან თბილისის მერიამ ეს ხალხი უყურადღებოდ დატოვა, ისინი მოქმედებაზე გადავიდნენ და საცხოვრებელი სახლების გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობენ. ინგოროყვას ქუჩის მაცხოვრებლებმა სამართლებრივი დავაც დაიწყეს სამშენებლო კომპანია „ელ ჯორჯიას“ წინააღმდეგ. მათი მთავარი მოთხოვნა სამშენებლო ნებართვის გაუქმებაა.
ვრცვლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.