ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ძალიან საგანგაშოა - თამარ გაბუნია

20.09.21 13:15
ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ძალიან საგანგაშოა - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, შეფასებით, საქართველოში ვაცქინაციის ტემპი შემცირდა, რაც საგანგაშოა. 

ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში შემცირდა. გუშინ 24 საათის განამვლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა იმის დრო, რომ წასულიყო ვაქცინაციისთვის, ასე არ მოხდა. 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არის ძალიან საგანგაშო და მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის კიდევ მეტად სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების უფრო მეტად ჩართულობით, თუ რაიმე სხვა გზით იმისთვის, რომ მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამაში მოცვა", - თქვა გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში 7 720 აცრა ჩატარდა. 20  სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 655 040 აცრა
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 947 477 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.2%
სრულად ვაქცინირებულია 707 563  ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.8%