მიუ შტამი საქართველოში ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის - გაბუნია

20.09.21 13:38
მიუ შტამი საქართველოში ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, კორონავირუსის მიუ შტამი საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მიუ შტამი კვლავაც რჩება დაკვირვების საგანი. ეს ჯერჯერობით არ არის საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი. ჩვენც ველოდებით დამატებით რეკომენდაციებს, რაიმე განსხვავებული მიდგომა ამ შტამთან დაკავშირებით არ არსებობს და განსაკუთრებული რისკები არ გაჟღერებულა", - ამბობს თამარ გაბუნია.

WHO-ს მიერ „საყურადღებო ვარიანტად’’  ამ დრომდე მიჩნეულია ალფა, ბეტა, გამა და დელტა. 

ერთ-ერთი ახალი ვარიანტი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „საინტერესოს“ კლასიფიკაცია მიანიჭა და აქტიური მეთვალყურეობა დაიწყო, არის მიუ ვარიანტი.

ის პირველად 2021 წლის დასაწყისში, კოლუმბიაში დააფიქსირეს და მას შემდეგ, მისი გავრცელება ფიქსირდება სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში. 

WHO-ს  ეპიდემიოლოგიური ანგარიშის მიხედვით, წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ მიუ ვარიანტი ანტისხეულებისადმი უფრო რეზისტენტული ჩანს.

 

მსგავსი სიახლეები