პოლონელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
პოლონელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც მსურველებს ბელარუსიდან პოლონეთში უკანონოდ შესვლაში ეხმარებოდა, - ამის შესახებ პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახური აცხადებს.
პოლონეთის საზღვრის დაცვის პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, ორი დღის წინ ბელარუსიდან პოლონეთში უკანონოდ შესვლის 300-ზე მეტი მცდელობა აღკვეთეს, რა დროსაც ორი პირი საქართველოსა და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდნენ.