ქუთაისში კოვიდინფიცირებული ტყუპები გარდაიცვალნენ

20.09.21 16:11
ქუთაისში კოვიდინფიცირებული ტყუპები გარდაიცვალნენ

ქუთაისში ახალშობილი, კოვიდინფიცირებული ტყუპები გარდაიცვალნენ. ტყუპები კლინიკა "ბომონდის" ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ.

ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა", - ამბობს "კლინიკა ბომონდის" ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ბარათაშვილი.

ტყუპები სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. მანამდე კი კოვიდინფიცირებული ტყუპების დედა გარდაიცვალა. 

 

მსგავსი სიახლეები