ბავშვები პარტიული სიმბოლიკით - "ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანიაში მოსწავლეები ჩართო

20.09.21 17:23
ბავშვები პარტიული სიმბოლიკით - "ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანიაში მოსწავლეები ჩართო

მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიაში არასრულლოვნები ჩართო.შემთხვევა გუშინ მოხდა, როცა ოზურგეთის ოპოზიციის კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შეხვედრაზე მიიყვანეს. თვითმხილველების თქმით, ბავშვები ოპოზიციონერ კანდიდატს უშვერი სიტყვებით მიმართავდნენ. ბავშვები ოზურგეთში მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის საარჩევნო შეხვედრებზე პარტიული ატრიბუტებით და სიმბოლიკით დაჰყავთ. 

სოფლის ცენტრში იყო რამდენიმე პატარა ბავშვი "ქართული ოცნების" მაისურებში ჩაცმული, ეს ჩემი თვალით ვნახე ხალხი, რომელიც შანტაჟის და არეულობის მცდელობას ეწეოდნენ და იყო ჩვეულებრივი ბავშვების გამოყენება", - ამბობს თვითმხილველი.