წარმომიდგინეს 40 ჩანაწერი, რომელიც სასულიერო პირებთან მქონდა - ხაზარაძე

20.09.21 17:24
წარმომიდგინეს 40 ჩანაწერი, რომელიც სასულიერო პირებთან მქონდა - ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძემ პროკურატურა უკვე დატოვა. ,,ლელოს" ლიდერი შოთაძის უწყებაში სუსი-ს საიდუმლო ფაილების თემაზე იყო დაბარებული.  ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ერთ-ერთია, ვისაც უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. 

დღეს მე წარმომიდგინეს 40 ჩანაწერი, რომელიც მე მქონდა სასულიერო პირებთან. ქართულ ეკლესიაზე, ჩვენს მოძღვრებზე სერიოზული დარტყმა მიდის, მრავალი წლის განმავლობაში ამ მასალების შეგროვება ხდებოდა ,,ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში. მე ბოლო 3 წლის მასალა გამაცნეს. 40 ჩანაწერი, რომელიც მე მქონდა მონასტრების ხელმძღვანელებთან, იღუმენიებთან. ეს არის კატასტროფა. ეს არ არის უბრალო დანაშაული, ეს არის სახელწიფოებრივ ღირებულებების ძირის გამოთხრის მცდელობა. ეს მათ არ გამოუვათ. პრაქტიკულად ეს იყო ავთენტურობის დადასტურება და მე ეს ყველაფერი დავუდასტურე. ეს პირველი ეპიზოდია, კიდევ ბევრი ფაილი აქვთ გასაშიფრი - ამბობს გამოკითხვიდან გამოსული მამუკა ხაზარაძე.

,,ლელოს" ლიდერი ითხოვს, გამოძიების დასრულებისთანავე დატოვონ თანამდებობა ქვეყნის პრემიერმა და სუსი-ს ხელმძღვანელმა, ასევე უკანონო ჩაწერების რიგითმა შემსრულებლებმაც.

მსგავსი სიახლეები