NCDC ვაქცინაციის ბანერების დაბრუნებას მოითხოვს

20.09.21 17:11
NCDC  ვაქცინაციის ბანერების დაბრუნებას მოითხოვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინაციის ბანერების დაბრუნებას მოითხოვს. ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მისი თქმით,  სარეკლამო კომპანია "ალმამ" დაარღვია სახელშეკრულებო პირობები. გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის ბანერის ჩამოხსნა ნეგატიურ შედეგს მოიტანს. 

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში. საკმაოდ ნეგატიური შედეგი  ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი  ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით  ჩანაცვლებას, ამასთანავე ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც შესაძლებელია, მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. ბანერების შეცვლის თაობაზე ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია

მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ გარე ბილბორდებზე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყონებლივ აღდგენა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში  სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების  რეალური საშუალება", - თქვა გამყრელიძემ.