სრულად აცრილი პატიმრები ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას შეძლებენ

21.09.21 10:18
სრულად აცრილი პატიმრები ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას შეძლებენ

27 სექტემბერიდან სრულად აცრილი პატიმრები ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას შეძლებენ.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან პაემანზე ასევე მხოლოდ სრულად აცრილი პირები დაიშვებიან.

ამ დროისთვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს", - აცხადებენ უწყებაში.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, მსჯავრდებულების 80% სრულად ვაქცინირებულია.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, მათივე ინფორმაციით, თანამშრომელთა 92% აცრილია.