მიხეილ სააკაშვილი: ბებიაჩემს მანქანა დაუყადაღეს

10.03.25 14:14
მიხეილ სააკაშვილი: ბებიაჩემს მანქანა დაუყადაღეს

მიხეილ სააკაშვილმა მისი დიდძალი სიმდიდრეების შესახებ "ოცნების" პროპაგანდა ჩამოშალა. მესამე პრეზიდენტმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ე.წ. ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა გამომძიებლებმა ვერაფერი ქონება ვერ აღმოაჩინეს და ბებიის ავტომობილი და ბინა დააყადაღეს.

ყველაფერი დაითვალეს ასავალ-დასავალის ვულგარულ სიყალბეზე. ისტერიულად რომ ედებით მთელ ჩემს ქონებას. დაიქირავეთ საერთაშორისო გამომძიებლები, კერძო დეტექტივები და ბოლოს რა იპოვეთ? დააყადაღეთ ბებიაჩემის, ია წერეთლის 14 წლის რაფ 4 მანქანა, დააყადაღეთ ასევე ბებიაჩემის და ბაბუაჩემის 90-იანებში აშენებული ბინა, დააყადაღეთ ჩემი სახლის 75 კვ მეტრი და ჰექტარ ნახევარი მიწა ყვარელში. მაფიოზები მასამართლებენ, - აბმობს სააკაშვილი. 

6 პიჯაკის და 1 ქაშმირის პალტოს საქმის განხილვა ფინალშია. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა იმართება. 11 წლიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე ვერდიქტის გამოსაცხადებლად უნდა გავიდეს.