მოსამართლე შვანგირაძემ სინდისის პატიმრების დედები პროცესს არ დაასწრო
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სინდისის პატიმრების დედები პროცესს არ დაასწრო. მან ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დარბაზის კარი საზოგადოებისთვის არ გახსნა.
“ადვოკატების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სინდისის პატიმრების სხდომა დახურულ ფორმატში გაგრძელდება“ - წერს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი.
ამასთან, სინდისი პატიმარი, რეზო კიკნაძე ითხოვდა, მხოლოდ მშობლებს მაინც შესძლებოდათ პროცესზე დასწრება, თუმცა შვანგირაძემ არც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის ბრალდების საქმეზე, წინასასამართლო სხდომა იმართება.
მასზე დასასწრებად საქალაქოში აშშ-ისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ.