ვიბრძოლებთ ბოლომდე! - გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირველ კომენტარს "ტვ პირველებთან" აკეთებს.
ადვოკატი ამბობს, რომ ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესების დამცველმა ბრძოლის გაგრძელება დააანონსა. ამასთან, გაირკვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის კუთვნილ ქონებას დადებული ყადაღა მოხსნეს. ადვოკატი ეჭვობს, რომ ზიანის ანაზღაურების მიზეზით ბაჩიაშვილთან სამოქალაქო დავის დაწყებას აპირებენ.
რომ გითხრათ, რაღაც ძალიან გასაკვირი იყო-თქო, ნამდვილად არა. თუმცა, ისე დეტალურად მქონდა მე გამოძიებული სასამართლო ხარვეზებზე საუბარი, იმედს ვიტოვებდი, რომ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო. თუმცა, არა უშავს, ბრძოლა გრძელდება! ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი, პირველი ინსტანცია. თან, ცოტა უცნაური ფაქტი გახლავთ ის, რომ რამდენიმე მლნ-ის ქონება იყო დაყადაღებული და სასამართლო ეს ყადაღა მოხსნა და როგორც წესი, მსგავის მუხლით თუ დგება განაჩენი, მიაქცევენ ხოლმე სახელმწიფო საკუთრებად უსასყიდლოდ არ მიაქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე სერია დაიწყება ამ დავის, რაზეც მე ვისაუბრე დღეს დაცვითი სიტყვის დროს და მოლოდინი მაქვს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სამოქალაქო სარჩელი იქნება წარდგენილი და ამ სარჩელის ფარგლებში თავიდან დააყადაღებენ ამ ქონებას. მაგრამ, არა უშავს , ვიბრძოლბეთ ბოლომდე სამოქალაქოთიც, სისხლითაც და თუ საჭირო გახდება - სტრასბურგშიც, - ამბობს ლევან მახარაშვილმა.
"ტვ პირველი" დაინტერესდა, მიმართა თუ არა ბაჩიაშილმა რომელიმე ქვეყანას პოლიტიკურ თავშესაფრის მოთხოვნით, რაზეც ლევან არ ისაუბრა:
აღნიშნულ ინფორმაციაზე საჯარო საუბარს არ მივიჩნევ მიზანშეწონილად. ერთს დავამატებ მხოლოდ, გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა სურვილი, რომ საბოლოო სიტყვით მიემართა სასამართლოსთვის და მას ეს უფლება ჩამოერთვა, - თქვა ადვოკატმა.