როგორც ცდილობს რეჟიმი, მედიამ სინდისის პატიმრების კადრები არ გადაიღოს
სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე რეჟიმის ტყვეების გადაღებაში მედიასაშუალებებს საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს.
ისინი მათ წინ განლაგდნენ, რათა მედიის წარმომადგენლებს არ გადაეღოთ კადრები. ჟურნალისტების თხოვნის მიუხედავად, საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლები სხვა მხარეს გადასულიყვნენ, მოსამართლემ ისინი ტერიტორიას არ გააცილა და მედიის წარმომადგენლებს უთხრა, იმისთვის, რომ ბადრაგები გვერდზე გავიდნენ და ბრალდებულებს არ ჩამოეფარნენ, სასამართლოს წერილობით უნდა მიმართონ.
ამასთან, მისივე თქმით, ყველა ჯერზე, როდესაც ისინი მიმართავენ გადაღებასთან დაკავშირებით, უნდა დაურთონ შუამდგომლობა, რათა საბადრაგო სამსახური საკუთარ ადგილას დაჯდეს და ბრალდებულებს წინ ცოცხალი კედელი არ აღუმართონ.
სასამართლო პროცესზე, რომელიც რამდენიმე წუთში განახლდება, შუამდგომლობაზე იმსჯელობენ, თუ რა მტკიცებულებები უნდა დაერთოს საქმეს და ასევე, უნდა დამტკიცდეს მოწმეთა სია, თუ ვინ გამოიკითხება სინდისის პატიმრების საქმეზე.