რატომ არ მაცდით საუბარს, თქვენ ხართ ჩვეულებრივად, ფსიქოლოგიური მოძალადე- რეზო კიკნაძე მოსამართლეს (ვიდეო)

10.03.25 17:10
რატომ არ მაცდით საუბარს, თქვენ ხართ ჩვეულებრივად, ფსიქოლოგიური მოძალადე- რეზო კიკნაძე მოსამართლეს (ვიდეო)

 

 

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში-მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე  სინდისის პატიმრებს არ აძლევს უფლებას საკუთარ სხდომაზე ილაპარაკონ.

მოსამართლე ყველა გზით ცდილობდა გაეჩუმებინა რეზო კიკნაძე, რომელიც პროკურორებს სთხოვდა,  “ყველა სიტყვა, რომლის ფუძეც იქნებოდა სროლა, გამოიყენებინათ როგორც ჰაერში აგდება.“

ვინაიდან, კარგად ვერ მივხვდი ეს სხდომა კონკრეტულად რა მიმართულებით მიდის, ერთ პატარა რაღაცას ვიტყვი, უფრო სწორედ თხოვნა მექნება პროკურორთან, ყველა სიტყვა, რომლის ფუძეც იქნება სროლა, გამოიყენონ ჰაერში აგდება, - ამბობდა კიკნაძე. 

ამ დროს საქმის მოსამართლემ მას სიტყვა შეაწყვეტინა და გაჩუმება მოსთხოვა, რაზედაც სინდისის პატიმარმა ჰკითხა, რატომ არ აძლევდა საუბრის საშულებას და ის ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა.

რატომ არ მაცდით საუბარს, თქვენ ხართ ჩვეულებრივად, ფსიქოლოგიურად მოძალადე, რადგან ჩემთვის გამოყოფილ დროში, არც წინაზე და არც ახლა, არ მომეცით საუბრის საშუალება. ჩემთვის გამოყოფილ დროს, როგორც მინდა, ისე წარვმართავ,  თუ გინდა ვეფხისტყაოსანს მოვყვები, თუ მინდა, მადრიდის რეალის შემადგენლობას ჩამოვთვლი, თქვენ კი ბოლოს უნდა შეაჯამოთ და დაასკვნათ, ჩემ საქმეს ეხება თუ არა. ასე არ შეიძლება, ისედაც ბრალდებულებს თრგუნავთ, შეიძლება ამ კონკრეტულმა სიტყვებმა, ჩვენი ცხოვრების ბედი გადაწყვიტოს და თქვენ გვაწყვეტინებთ და არ გვაცლით საშუალებას, დავამთავროთ“, - უთხრა კიკნაძემ შვანგირაძეს. 

მისი სიტყვები მოსამართლეს არ მოეწონა, “ხელის შეშლაში“ დაადანაშულა და დაჯდომისკენ მოუწოდა.