ანდრო ჭიჭინაძის სიტყვა სასამართლოზე (ვიდეო)

10.03.25 17:20
ანდრო ჭიჭინაძის სიტყვა სასამართლოზე (ვიდეო)

 

 

საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი მიმდინარეობს. სხდომა ნაწილობრივ დახურულია, რის გამოც მასზე დასწრებას ვერ ახერხებს საზოგადოება, მათ შორის ბრალდებულების ოჯახის წევრები.

ცოტა ხნის წინ სიტყვით მიმართა სასამართლოს მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ და აღნიშნა, რომ შსს-ს თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარადგინა, არ უნდა იქნეს დაშვებული.

ჩემი აზრით, არ უნდა დავუშვათ შსს-ს თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ადვოკატმა ახსენა, არც მე და არცერთი ადამიანი, რომელსაც აქ ხედავთ, არ არის ნახსენები ამ გამოკითხვაში. როგორც პოლიციელები დაზიანდნენ ამ აქციაზე, ისე აქციის მონაწილეები დაზიანდნენ და იგივე ლოგიკით, ვიღაცას შეუძლია დაგვაკავოს აქციის მონაწილეების ცემაზე, პირობითად, რაც ისეთივე ნონსენსი იქნება, რაც ბრალდებას აქვს წარმოდგენილი“, -თქვა ჭიჭინაძემ.