რეჟიმის ამოცანაა, მთლიანად გადაიქცნენ სადამსჯელო მექანიზმად-დათა თავაძე
ამათი ამოცანაა, მოკლან საზოგადოებაში თანაგრძნობა, არაფერი ადამიანური არ აჩვენონ და პირიქით, მთლიანად გადაიქცნენ სადამსჯელო მექანიზმად, - ამის შესახებ რეჟისორმა დათა თავაძემ განაცხადა, რომელიც სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოში იმყოფება.
რეჟისორი ამბობს, რომ ეს ყველაფერი რეჟიმს ძალიან ცუდად დაუმთავრდება, რადგან “ეს სტუდენტები ბევრად დიდხანს იქნებიან, ვიდრე ეს რეჟიმი“.
“დამთავრდება ეს რეჟიმი უფრო ადრე, ვიდრე ამ სტუდენტების ბრძოლა, ნებისმიერ შემთხვევაში“, - ამბობს თავაძე.
როგორც ჩანს, ამათი ამოცანაა, მოკლან საზოგადოებაში თანაგრძნობა, არაფერი ადამიანური არ აჩვენონ და პირიქით, მთლიანად გადაიქცნენ სადამსჯელო მექანიზმად. ფუნქციებად გადააქცია ის ადამიანები, რომლებისგანაც უნდა მოდიოდეს თავისუფალი სიტყვის მთავარი გამოვლინებები. ეს სინამდვილეში ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ, დარწმუნებული ვარ, რადგან, როგორი რეჟიმიც არ უნდა იყოს, ეს სტუდენტები უფრო დიდხანს იქნებიან გარშემო, ვიდრე ეს რეჟიმი. დამთავრდება ეს რეჟიმი უფრო ადრე, ვიდრე ამ სტუდენტების ბრძოლა, ნებისმიერ შემთხვევაში, - განაცხადა დათა თავაძემ.
საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი მიმდინარეობს. სხდომა ნაწილობრივ დახურულია, რის გამოც მასზე დასწრებას ვერ ახერხებს საზოგადოება, მათ შორის ბრალდებულების ოჯახის წევრები.