გავრცელებული ინფორმაციით, გორში 80 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

10.03.25 17:32
გავრცელებული ინფორმაციით, გორში 80 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

გორში 80 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს - ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

Qartli.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს ვოლოგდის დასახლებაში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულია ოჯახის წევრი (შვილიშვილი). მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები