გიორგი ჩიკვაიძეს ციხეში უშვებენ - რატომ ჩქარობს "ოცნება"?

10.03.25 20:56
გიორგი ჩიკვაიძეს ციხეში უშვებენ - რატომ ჩქარობს "ოცნება"?

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე თავისუფლების ბოლო საათებს ითვლის. ხვალ, 11:00 საათზე სასამართლო მისი პატიმრობის საკითხს განიხილავს. პროკურატურამ სასამართლოს გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით დღეს მოულოდნელად მას შემდეგ მიმართა, რაც ჩიკვაიძემ მისი უკანონო თვალთვალის 36 ვიდეომასალა გამოაქვეყნა. ბიზნესმენი ამბობს, რომ მისი გაჩუმება ციხით გადაწყდა. 

გიორგი ჩიკვაიძეს 25 მარტს სასამართლოსთვის ჩვენება უნდა მიეცა. მისი პროცესები კი მაქსიმუმ სამ კვირაში დასრულდება, თუმცა, როგორც ჩანს, ციხეში გაშვება პროკურატურას ეჩქარება და აღკვეთი ღონისძიების შეცვლა გადაწყდა. არსებობს ეჭვი, რომ ბაჩიაშვილის ქვეყნიდან საიდუმლო სპეცოპერაციით გასვლის შემდეგ, რეჟიმს ეშინია, რომ ჩიკვაიძემაც ქვეყანა არ დატოვოს. სად დააკავებენ ხვალ ჩიკვაიძეს? ბიზნესმენმა ჯერ არ იცის, მივა თუ არა სასამართლოში.

ჩიკვაიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის დიდ თავის ტკივილად მას შემდეგ იქცა, რაც გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა. სუს-ი ბიზნესმენს ყველგან აკონტროლებს, რომ რეჟიმმა იგივე შეცდომა არ დაუშვას. უკვე 72 საათი ოლიგარქის სამიზნეს უთვალთვალებენ ყველგან, სახლში, მაღაზიაში, ქუჩაში. დღეს კი რეჟიმი იქამდე მივიდა, რომ ბიზნესმენის ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა და საბურავები დააზიანეს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.