"ბათუმის თეატრში რეპრესიები დაიწყო, მსახიობ თორნიკე ბარამიძეს შეუწყვიტეს ხელშეკრულება, ხვალ კიდევ სხვა მსახიობის რიგია" - ტიტე კომახიძე

10.03.25 19:42
"ბათუმის თეატრში რეპრესიები დაიწყო, მსახიობ თორნიკე ბარამიძეს შეუწყვიტეს ხელშეკრულება, ხვალ კიდევ სხვა მსახიობის რიგია" - ტიტე კომახიძე

ტიტე კომახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რეპრესიები ბათუმის დრამატულ თეატრშიც დაიწყო - მსახიობის ცნობით, სამსახურიდან მისი კოლეგა, თორნიკე ბარამიძე გაათავისუფლეს.

ტიტე კომახიძე აღნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში თეატრიდან სხვა პირების გაშვებაც იგეგმება.

ბათუმის თეატრში დაიწყო რეპრესიები. დღეს მსახიობ თორნიკე ბარამიძეს შეუწყვიტეს ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფო ფურცელი (ბიულეტენი) აქვს გახსნილი. ხვალ კიდე ვიცი სხვა მსახიობის რიგია, მალე ჩემიც. კი ბატონო, ასე იყოს. როგორც თქვენ გადაწყვეტთ თეატრის ვაი ხელმძღვანელობა. დრო ყველაფერს დაალაგებს. ოქროს ვერ დაგპირდებით და ყავისფერი ასოებით კი ჩაეწერებით თეატრის იატორიაში. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. სამართალი ზეიმობს ბათუმის თეატრში", - წერს ტიტე კობახიძე.

მსგავსი სიახლეები