80 წლამდე კაცის მკვლელობა გორში - დაკავებულია მოკლულის ოჯახის წევრი

11.03.25 11:00
80 წლამდე კაცის მკვლელობა გორში - დაკავებულია მოკლულის ოჯახის წევრი

გორში, 80 წლამდე კაცის განზრახ მკვლელობის საქმეზე მოკლულის ოჯახის წევრი დაკავეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მოკლულის შვილიშვილია.

შემთხვევა გუშინ ვოლოგდის დასახლებაში მოხდა.