აჭარის დიდი ნაწილი გაზმომარაგების გარეშეა დარჩენილი

11.03.25 11:10
აჭარის დიდი ნაწილი გაზმომარაგების გარეშეა დარჩენილი

ხელვაჩაურის, ბათუმისა და ქობულეთის მოსახლეობას გაზმომარაგება შეუწყდა. 

როგორც "პირველებს"  "სოკარ ჯორჯიაში" უთხრეს, სოფელ ცეცხლაურში ცენტრალური მაგისტრალი დაზიანდა, რამაც მომარაგების შეწყვეტა გამოიწვია

მათივე თქმით, გაზმომარაგების აღდგენა ხვალ დილიდან დაიწყება და მოსახლეობას გაზის მიწოდება ზეგ საღამოს სრულად აღუდგება.