რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა მეოთხედ დააჯარიმეს

11.03.25 19:38
რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა მეოთხედ დააჯარიმეს

რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა მეოთხედ დააჯარიმეს. ამის შესახებ ზურაბ ცეცხალაძე სოციალურ ქსელში წერს.

 რეჟიმის პატიმრის მამა დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოხდა მისი დაჯარიმება.

ესეც მეოთხე 5000 ლარიანი საჯარიმო ოქმი...ამჯერად ქალბატონი პოლიციელი მოუძღოდა წინ და მომყოლ პოლიციელთაგან ერთი გამალებით იღებდა ამ ყველაფერს ტელეფონით. ხმის კანკალით მაუწყა ქალბატონმა რომ ისევ დავჯარიმდი და/რომ უნდა გავასაჩივრო, მათლა გამიკვირდა სულს ძლივს ითქვამდა, გული ამოვარდნაზე ქონდა... მართლა მაინტერესებს, რად უღირთ ასეთი სამსახური, ღირსების აყრის სანაცვლოდ... ოქმს რომ თან ერთვის ის დოკუმენტები მოვიკითხე და გაკვირვებული ეძებდა ოქმის ქვეშ, იცოდა რომ არ იყო მაგრამ მაინც ეძებდა, ერთმანეთს უყურებდნენ და რა ექნათ არ იცოდნენ, მერე ისევ მე დავეხმარე, თქვენ არ ინერვიულოთ, ოქმზე მივაწერ რომ არ ახლავს მეთქი და თქვენც გადარჩებით მეთქი... გაიხარეს...

ღმერთო რა საცოდაობაა, რას დაამსგავსა ეს ქვეყანა რუსმა ორჯონიკიძე ოლიგარქმა...

ცეცხლი და მახვილი ოლიგარქიას...

ტირანია სახეზეა, აჯანყდი საქართველო..რევოლუციის დროა, გაიღვიძეთ..., - წერს ცეცხლაძე.