"დაკავების ოქმი გაყალბებულია" - ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო.
მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს.
დღეს გახდება ცნობილი, დაიკითხებიან, თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს გრიგოლ ბესელიას. მათი დაკითხვა მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოითხოვეს.
მზია ამაღლობელის კოლეგები და მისი დაკავების თვითმხილველები ამბობენ, რომ დაკავების ოქმი გაყალბებულია.
არსებობს ვიდეო ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ჟურნალისტი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ დააკავა, ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილემ გოჩა ვანაძემ დააკავა.
მზია ამაღლობელი ციხეში გაყალბებული ოქმის საფუძველზე ზის და დღევანდელი პროცესი სწორედ ამ საკითხის გარკვევის საშუალებაა"- აცხადებს მანანა ქველიაშვილი, რომელიც დღეს სასამართლოს წინაშე მოწმის სახით გამოიკითხება.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე ბათუმში თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. (შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის).
დაკავების თვითმხილველი, რომელიც ამ პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემდა, "პირველებთან" აღწერს როგორ განვითარდა პროცესები.
ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადიოდა და "ბათუმელების" ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია - როგორ აკავებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელს. როგორ ჯკიდებს მას ზურგზე ხელს და როგორ შეჰყავს პოლიციის დეპარტამენტის ეზოში დანარჩენს სასამართლო პროცესზე მოვყვები, სადაც იმედია, ამის საშუალება მომეცემა"- თქვა მანანა ქველიაშვილმა.
სასამართლოში გაყალბებული ოქმის ფიგურანტი, პოლიციელი ვანაძე გამოჩნდა, თუმცა მან "ტვ პირველის" კითხვებს არ უპასუხა. "ყველაფერს გაიგებთ პროცესში"- ამბობს პოლიციის მაღალჩინოსანი.
თავად მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად ერთვება.