ქათამაძის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი პროდუქციის ნაწილის შეტანაზე იზოლატორის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა- გვიანიძე

"გახარია საქართველოსთვის" წევრის, აკაკი გვიანიძის ინფორმაციით, თემურ ქათამაძესთან რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი პროდუქციის ნაწილი, იზოლატორის ადმინისტრაციამ გულშემატკივრებს არ შეატანინა.
როგორც ის სოციალურ ქსელშიუ წერს, “ადმინისტრაცია ფსიქოლოგიური ზეწოლის იარაღად იყენებს შეხვედრებსაც, ატყუებენ რა მისულ ადამიანებს.“
48 დღიანი შიმშილობის შემდეგ, საავადმყოფოდან მეორე დღესვე იზოლატორში დაბრუნებულ თემურ ქათამაძეს ექიმის მიერ დაენიშნა სპეციალური დიეტა.
დღეს გულშემატკივრებმა მიიტანეს რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი პროდუქცია, რისი ნაწილის შეტანაზეც იზოლატორის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა.
ადმინისტრაცია ფსიქოლოგიური ზეწოლის იარაღად იყენებს შეხვედრებსაც, ატყუებენ რა მისულ ადამიანებს.
18 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვაა და იმედი მაქვს, რომ ბევრნი ვიქნებით მხარდასაჭერად!
თავისუფლება თემურ ქათამაძეს!
თავისუფლება პოლიტიკურ ტყვეებს!" წერს სოციალურ ქსელში "გახარია საქართველოსთვის" წევრი აკაკი გვიანიძე.
ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.
ქათამაძეს 48 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექიმმა დაბალანსებული კვება დაუნიშნა.