24 გამარტივებული შესყიდვა 1 წელში - გომელაურის უწყება ხალხის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაშია მხილებული

14.03.25 13:26
24 გამარტივებული შესყიდვა 1 წელში - გომელაურის უწყება ხალხის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაშია მხილებული

ვახო გომელაურის უწყება ხალხის ფულის არამიზნობირვ ხარჯვაშია მხილებული. "ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, შსს-მ მხოლოდ ერთ წელში 24 გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 2 მილიონამდე ლარს აღწევს. სამინისტრო კვების მომსახურებას ტენდერის გარეშე ყიდულობს, რადგან 12-დან 5 ტენდერი ჩაიშალა.

"ფლაგვის დეტექტორის" ცნობით, შესყიდვები, რომლებსაც გომელაურის უწყება გამარტივებული წესით აფორმებდა, დროში დემონსტრანტების მასშტაბურ დარბევებს ემთხვევა. როგორც ჩანს, ამ მომენტში აღარ იყო საკმარისი ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების თანახმად პოლიციელების კვებით მომარაგება და ამიტომ კვების მომსახურების სასწრაფო წსით შესყიდვა გახდა საჭირო.

კორუფციის მკვლევარები ხსნიან, რაში შეიძლება სჭირდებოდეს სამინისტროს გამარტივებული წესით შესყიდვა. ეს ნიშნავს საკვების ყიდვას იმ კომპანიებისგან, რომელიც თავად მოსწონთ, პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ ასეთი კომპანიების უკან ან "ოცნების" შემომწირველი, ან "ოცნებისადმი" ლოალურად განწყობილი ბიზნესმენები დგანან.


საქართველოს შსს უკვე წლებია, რაც კვების მოსმახურებას გამარტივებული წესით ყიდულობს და ამის მიზეზი ხშირად ის არის ხოლმე, რომ შსს-ს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები უარყოფითი შედეგით მთავრდება. გამარტივებული წესით შესყიდვების გამოცხადება, როგორც წესი, მიზანშეწონილი და გამართლებულია კონკრეტულ შემთხვევებში. მაგალითად, თუ ხელშეკრულების გაფორმება გადაუდებელი აუცილებლობით არის გამოწვეული, მაგრამ საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, რომ გამარტივებული წესით შეყიდვების გაფორმება ხშირად სცდება ხოლმე ფორს მაჟორულ სიტუაციებს და უფრო კორუფციულ შემთხვევებათან გვაქვს ხოლმე საქმე. ხშირად გვხდება ხოლმე ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გამარტივებული შეყიდვების გზით ხელშეკრულება ხელისუფლებასტან დაახლოებულ პირებთან იდება, რაც, თავის მხრივ, კორუფციის რისკებსაც ზრდის, - ამბობს სპეციალისტი.
 

გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გომელაურის უწყება დოკუმენტებში წერს, რომ ისინი ვერ გათვლიდნენ წინასწარ მოვლენებს, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა. მათი თქმით, ყველაფერი ეს საზოგადოების უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად იყო საჭირო.