აღმოუფხვრელი ხარვეზი სისტემაში და ოქმების მაძიებელი დაჯარიმებული მოქალაქეები-რეჟიმი საჩივრებს ვეღარ აუდის
აღმოუფხვრელი ხარვეზი სისტემაში და ოქმების მაძიებელი დაჯარიმებული მოქალაქეები-რეჟიმი საჩივრებს ვეღარ აუდის.
“პირველებს“ მოქალაქეები უყვებიან, რომ უკვე კვირებია ეძებენ ოქმებს, რათა ჯარიმა გაასაჩივრონ. გადატვირთულია სასამართლოებიც. ასობით გამოწერილი ჯარიმის გამო, მოქალაქეებს დასაბუთებას უკან ვერ უბრუნებენ და ვერც იმას ეუბნებიან, როდის მოხდება მათი საჩივრის განხილვაც.
სამოქალაქო აქტივისტი, ელენე ქაიხოსროშვილი ამბობს, რომ შსს იმ წარმომადგენელმა, რომელსაც მისი საჩივრის განხილვა დაევალა, სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ “სისტემა გადატვირთულია და როდის იმსჯელებენ მის ოქმთან დაკავშირებიტ, ზუსტ თარიღს ვერ ეტყოდა.“
შსს-მ, იმის გამო, რომ გადატვირთული იყო მათი სისტემა, ვადა გაახანგრძლივა და მოქალაქეების საჩივრების განსახილველად 3 თვე მიუთითა.
1 თვის წინ მოვიდნენ ჩემთან, მე გადავწყვიტე კარი არ გამეღო. მათ მითხრეს, კი ბატონო, უბრალოდ ჯარიმას წაგიკითხავთო. მე რომ ვკითხე, საიდან გამოვითხოვო შემდეგ ეგ ჯარიმა, ძალიან დაბნეულები იყვნენ. ჯერ მითხრეს, სასამართლოდან დაგიკავშირდებიანო, შემდეგ გადახედეს ერთმანეთს და მითხრეს არაო. მესამე დღიდან დავიწყე აქტიურად რეკვა, სამმართველოებში, ყველა ძალიან დაბენული, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ ამ ჯარიმას, ვერ პოულობდნენ. მომაწოდეს წერილი, რომელშიც იყო საჯარიმო ქვითარი, რაც ასევე, წესით არ ითვლება ჩაბარებად. შემდეგ ეს გავასაჩივრე. შსს-ს აქვს ერთთვიანი ვადა იმისთვის, რომ ეს საჩივარი განიხილოს, მაგრამ აქტივისტებს აქტიურად მისდით წერილები, რომ საჩივრის განხილვის ვადა ერთი თვიდან სამი თვე გახდა. ძალიან დიდი “შარია“ რეჟიმისთვის ეს საჩივრები და ბოლომდე უნდა ვაურთულოთ საქმე“, -ამბობს ელენე ქაიხოსროშვილი.
მას შემდეგ, რაც შსს-მ საჩივრების განხილვის ვადა 3 თვემდე გაახანგრძლივა, შესაბამისად, გადავადდა ჯარიმების გადახდის დროც.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსებობ სპეციალური ფონდები, რომლებიც ამ ჯარიმებს იხდიან.
იურისტების თქმით, გადატვირთულია საქალაქო სასამართლოც, არის შემთხვევები, როდესაც, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მხარეებს, ჯერჯერობით, არ ჩაბარებიათ.
სისტემა არის გაჭედილი, რეჟიმი არის გაჭედილი და თავად არის აბლანდული თავის მიერ დაწყებულ ამ ჯარიმების სერიაში. მოქალაქეების მოქმედებას მოაქვს შედეგი, გარდა ამისა, ეს არის ერთგვარი წინააღმდეგობის ფორმა. ამიტომ, გაასაჩივრეთ ყველა ჯარიმა, როგორც ამას არაერთხელ აღვნიშნავთ, მიმართეთ ასევე ყველა უწყებას და ყველა სამართალდარღვევაზე გქონდეთ რეაგირება, რადგან ეს სისტემას უფრო მეტად გაჭედავს. გაჭედავს როგორც ქვედა უწყებებს, ასევე სასამართლოს, როცა საქმე გადაინაცვლებს სასამრთლოში“, - ამბობს მარიკა არევაძე.
მოქალაქეები ამბობენ, რომ პროცედურულად და სამართლებრივად გააგრძელებენ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.