“14 მარტს, 20:00 საათიდან, გელოდებით“-თეატრალურის სტუდენტები საზმაუსთან შეიკრიბებიან

"დღეს, 14 მარტს, 20:00 საათიდან გელოდებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან" - ამის შესახებ განცხადებას თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.
მათი თქმით, 12 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გარიცხულ სტუდენტებზე ისაუბრა. მიუხედავად მოთხოვნისა სტუდენტებს ეთერში შესვლის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც დაიდო პირობა, რომ დღეს, 14 მარტს გიორგი შალუტაშვილთან ერთად ეთერში სტუდენტებსაც მიიწვევდნენ.
მათი თქმით, ჯერ კიდევ ბევრ საკითხს უნდა გაეცეს პასუხი.
დღეს, 14 მარტს, 20:00 დან გელოდებით საზ.მაუსთან!
12 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეატრალურის რექტორმა ჩვენს გარეშე ისაუბრა ჩვენზე, გარიცხულ სტუდენტებზე. მიუხედავად მოთხოვნისა, ჩვენ არ მოგვცეს საშუალება მაშინვე შევსულიყავით ეთერში და სიმართლე გაგვეჟღერებინა!
თუმცა, დიდი ძალისხმევის შედეგად, დაიდო პირობა, რომ გიორგი შალუტაშვილთან ერთად ეთერში სტუდენტებს, პარასკევს, 22:00 საათზე მიგვიწვევდნენ. მეორე დღეს, დაიდო ანონსიც.
დღეს დილით, სტატუსი აღვიდგა, თუმცა რექტორისგან მივიღეთ წერილობითი გაფრთხილება.
ე.წ კულტურის მინისტრის მოადგილის თქმით, ეთერის საჭიროება აღარაა. ჩვენ რა თქმა უნდა ვთვლით, რომ ჯერ კიდევ ბევრ რამეს უნდა გაეცეს პასუხი, ამიტომ მზად ვართ რექტორთან ეთერისთვის! არც საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუუქმებია დაპირებული ეთერი.
ამიტომ გელოდებით 22:00 ზე საზ. მაუწყებლთან“, - წერია განცხადებაში.