მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში დატოვა - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე
სინდისის პატიმარი, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანატოლი გიგაური, როემლსაც რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება, კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
ასევე ბრალდების მხარემ სხდომაზე მომწმეებად მოიყვანა მოწმე პოლიციელები - ირაკლი კობახიძე და უჩა გაჩეჩილაძე, რომლებმაც უშუალოდ დააკავეს ბრალდებული. ორივე პოლიციელი ამტკიცებდა, რომ დაინახეს, როგორ დაარტყა მარცხენა მხრიდან ანატოლი გიგაურმა პოლიციელს.
გიგაური დღეს თავად უსვამდა შეკითხვებს გომელაურის უწყების თანამშრომლებს და ეკითხებოდა, გაიგეს თუ არა მისი ხმა, როცა შველას ითხოვდა, მას შემდეგ, რაც პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა და იძლებული გახდა თავ დაეცვა. მოწმეებად გამოცხადებული სამართადლაცმველები ამბობდნენ, რომ არ გაუგიათ მისი ხმა.
ჩემს ბრძოლას ბოლომდე მივიყვან, ვერც ეღირსებით, რომ საქართველოდან წავიდე, ბრძოლას ბოლომდე მივიყვან“, - უთხრა ბოლოს გიგაურმა სასამართლოს.
- შემდეგ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ სავარაუდოდ მოწმის სახით უნდა წარმოადგინოს "დაზარალებული" პოლიციელი ვახტანგ გაბუნია. სწორედ გაბუნიაა ის პირი, რომელსაც ხელს ადებს ანატოლი გიგაური და აცხადებს, რომ სწორედ აღნიშნული პოლიციელი გაუსწოდა ფიზიკურად და სწორედ მისგან მოუწია თავსი დაცვა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.